წარჩინებულ კურსდამთავრებულებზე ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა დაიწყო

0

2017-2018 სასწავლო წლის სრული და ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა და რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმოწერით დადასტურდა. საქართველოს მასშტაბით ოქროს მედლით 2638, ხოლო ვერცხლის-1059 მოსწავლე დაჯილდოვდება. აქედან 18 ოქრო და 6 ვერცხლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოიპოვეს. მედლები ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრშია, მფლობელებს შეუძლიათ მიაკითხონ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 
,,ყოველწლიურად იზრდება როგორც მედალოსანთა, ასევე სინჯის რაოდენობაც, ანუ ოქროს მედალოსანთა რიცხვი იმატებს. ასევე იზრდება ,, ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დასაჯილდოებელთა რაოდენობაც. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოსწავლეების შედეგები უმჯობესდება, რაც როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების, მშობლებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების დამსახურებაა. მინდა მივულოცო ჩვენს კურსდამთავრებულებს და მომავალშიც კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო. მადლობა მინდა გადავუხადო კარგი სწავლისთვის. მადლობა ასევე მათ პედაგოგებს, სკოლას, მშობლებს ღირსეული მოქალაქეების აღზრდისთვის,“ განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ.

გთავაზობთ მედალოსანთა სიას

ოქროს მედალოსნები:
1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – ცოტნე თეთრაძე,
2 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – სალომე ჟიჟიაშვილი,
3 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – ლიკა სარაჯიშვილი,
4 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – ნატა სოსელია,
5 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა – ელენი ბასილაშვილი,
6 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა – სოფო ყაფლანიშვილი,
7 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა – ნინო ბოჭოიძე,
8 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა – ტატა ოქრიაშვილი,
9 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა – მაია სვანიძე,
10 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის № 1 საჯარო სკოლა – ნოდარი სირაძე,
11 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის № 1 საჯარო სკოლა – ლევან ურუმაშვილი,
12 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლა – ანამარია ჭაველასვილი,
13 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – ანასტასია გამყრელიძე,
14 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – სალომე გამყრელიძე,
15 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – ლუკა გიორგაშვილი,
16 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – რუსუდან ისიანი,
17 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – ლევან მაღრაძე,
18 ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა – ეკატერინე ოძიშვილი.

ვერცხლის მედალოსნები:
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – სოფიკო ბერიძე,
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა – ნუში ჯაყელი, 
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა – ვიტალი დევრისაშვილი, 
4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლა – სალომე დარბაიძე,
5. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლა – მარიამ დევნოზაშვილი,
6. ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლა – ნინო ადამაშვილი.


Share.

Leave A Reply