ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის განხილვა ბოლნისის მერიაში

0

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის” (EUWI+) პროექტის მხარდაჭერით, დაიწყო ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება. ეს გეგმები მოიცავს მდინარის მართვის გარემოსდაცვით მიზნებს და ზომებს მათ მისაღწევად. შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. რომელსაც როგორც ადგილობრივი, ისე მარნეულის, დმანისის მუნიციპალიტეტების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული სერვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის” პროექტის გუნდი და სხვა დაინტერესებული მხარეები.

,,დღევანდელი შეხვედრა გაიმართა “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის” (EUWI+) პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საჯარო დიალოგი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ხრამი -დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგების განხილვა.საჯარო დიალოგის მეშვეობით ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ეძლევათ გამოხატონ საკუთარი აზრი, რათა სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უკეთ იყოს გათვალისწინებული მათი პოზიცია. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თავიანთი როლის უკეთ განსაზღვრას წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში. დიალოგი დაინტერესებულ მხარეებთან ძალიან მნიშვნელოვანია მდინარის სააუზე მართვის გეგმის შემუშავების სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად, რათა სწორად მოხდეს მიზნებისა და ქმედებების განსაზღვრა.’’ აღნიშნა Bolnisi.ge-სთან საუბარში ,,ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის“ პროექტის წარმომადგენელმა საქარტველოში, ზურაბ ჯინჭარაძემ.


Share.

Leave A Reply