,,ჰერა ოცდაერთ-მა“ ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

2  მაისს ასოციაცია ,,ჰერა ოცდაერთი-ს“ წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ოთახის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა,  დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული  ჯანმრთელობის უფლებების შესახებ, დედათა და  ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის,   გენდერული საბჭოსა და ქალთა ოთახის სტრუქტურულ განვითარებაზე.

,,მსგავსი სახის შეხვედრებს ქვემო ქართლის მასშტაბით  ვახორციელებთ . გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ გენდერული საბჭოსა და  ქალთა ოთახების სტრუქტურულ განვითარებას. საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის  უფლებების კუთხით“, განაცხადა ,,ჰერა ოცდაერთის“ დირექტორმა ნინო წულეისკირიმ.

 საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია ,,ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან  აქტიურად მოღვაწეობს სქესობრივი და რეპროდუქციული  ჯანმრთელობისა და  უფლებების სფეროში    და ხელს უწყობს ამ მიმართულებით  მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.


Share.

Leave A Reply