USAID ზრდა-ის ახალგაზრდული კომპონენტის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი

0

„ასოციაცია   სამხარეო   განვითარება   მომავალი   საქართველოსთვის“   (RDFG) ახორციელებს  საქართველოში  „USAID-ის  ზრდა  პროექტის“  ახალგაზრდულ კომპონენტს,  რომლის მიზანია,  მათ შორის,  მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.

ახალგაზრდული  კომპონენტის ფარგლებში,   იგეგმება სამეწარმეო  უნარ-ჩვევების განვითარებაზე    ორიენტირებული    პროექტის    განხორციელება.       პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში  ჩართვას  საქართველოს  9    სამიზნე  მუნიციპალიტეტში  (ზუგდიდი, ბორჯომი,   ასპინძა,   ადიგენი,   ნინოწმინდა,  მარნეული,  ბოლნისი,  კასპი და გორი). ტრენინგები ჩატარდება 9-ვე მუნიციპალიტეტში პარალელურად და თითო ფაზაზე თითო მუნიციპალიტეტში ტრენინგზე მიწვეული იქნება მაქს.   25   ახალგაზრდა. ტრენინგების   ამ   ეტაპის   დასრულების   შემდეგ,     მონაწილეებს   ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე  ეტაპზე,    მუნიციპალიტეტებში  ჩატარებული  ტრენინგების  შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3  ადამიანი)  მიწვეულ იქნება თბილისში,  სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც   6-7   დღის განმავლობაში გაივლიან დამატებით,   ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების (საპროექტო წინადადებების)  დასახვეწად და მათი ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად.  ამ ეტაპზე,  ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ  ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან

10,000, 8,000 და  6,000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტის  მხარდამჭერები  არიან  “აწარმოე  საქართველოში”,  „შემოქმედებითი საქართველო“,  “საქართველოს  ინოვაციების  და  ტექნოლოგიების  სააგენტო”, “ტურიზმის  ეროვნული  ადმინისტრაცია”,    „სოფლის  მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტო“, „ფონდი კრისტალი“, „ეროვნული ბანკი“ და სხვა.

პროექტი განხორცილდება 3  ფაზად:  I  და II  ფაზები –  2019  წლის ზაფხულში და შემოდგომაზე,   III   ფაზა –   2020   წლის გაზაფხულზე.   ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე  www.rdfg.ge  რეგირსტაცია დაიწყება  30   მაისს  და  დასრულდება  17   ივნისს  დღის  12   საათზე.   ტრენინგის ხანგრძლივობა არის 3  დღე და გაიმართება 21,  22,  23  ივნისს 2019  წ.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551-11-47-89;   mail: pabuseridze@rdfg.ge


Share.

Leave A Reply