ბოლნისელების კიდევ ერთი წარმატება კონკურს-ფესტივალზე ,,სხვა საქართველო სად არის“

0

კონკურს- ფესტივალის ნომინაციაში ,,გუნდები“ – პირველი ადგილი მოიპოვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდმა ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, სულხან ცინცაძის სახელობის დიპლომი გადაეცა ანსამბლ “იმედის” სოლისტს ანი ასლანიშვილს – ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე – ცისი ასლანიშვილი კი გიორგი ცაბაძის სახელობის დიპლომით დაჯილდოვდა- პედაგოგი ლელა ყაფლანიშვილი.
კონკურს-ფესტივალი 14 ივნისს ტრადიციულად მარნეულის კულტურის სახლში, გალა-კონცერტით დაგვირგვინდა, რომელსაც წინ უძღოდა შესარჩევი, ნახევარფინალი და ფინალური ტურები. მონაწილეები კომპეტენტური ჟიურის მიერ იქნა შრჩეული. კონკურსი 3 ასაკობრივ კატეგორიაში ტარდებოდა, სადაც როგორც გუნდები ისე ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის დასკვნით ნაწილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული ქართული ესტრადის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. გალა- კონცერტში საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც შესაბამისი დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
კონკურს-ფესტივალს, სახელწოდებით – „სხვა საქართველო სად არის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,დემოსი“ უკვე მეოთხე წელია ატარებს, რომლის მიზანიც ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა-პოპულარიზაციაა.


Share.

Leave A Reply