ბოლნისელები საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსიდან გრანპრით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან

0

მე-6 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი სახელწოდებით ,,ოქროს არგო-2019“ ბათუმში მიმდინარეობს, რომელიც 28 ივნისს გაიხსნა და 1 ივლისს დასრულდება, მასში სულ 26 ქვეყანაა ჩართული, საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან ჩასულ სხვადასხვა ანსამბლებს შორისაა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნისი“ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით. როგორც ყოველთვის ბოლნისელები მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ, ანსამბლი საუკეთესო შესრულებისთვის გრანპრით დაჯილდოვდა.
საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი ბათუმში უკვე მეექვსე წელია, კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კავშირის ორგანიზებით ტარდება.


Share.

Leave A Reply