ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორდღიან საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, პირველ საერთაშორისო ფორუმს  მასპინძლობს.   ,,ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად’’ -საერთაშორისო ღონისძიების  მთავარი მიზანია   ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალის და როლის განსაზღვრა აგრობიზნესსა და სოფლის მდგრად განვითარებაში . შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერმა გახსნა, რომელმაც ფორუმის მნიშვნელობაზე და მიზნებზე ისაუბრა.

 საერთაშორისო ღონისძიებას , რომელიც სოფლად საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება, ესწრებოდნენ:  ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების , ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირისა და ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’  სამდივნოს წარმომადგენლები.

საერთაშორისო  ღონისძიება  14 ივნისს  დასრულდება, ფორუმის ფარგლებში მოწვეული სტუმრები მოინახულებენ ქალაქის ისტორიულ უბანს  და   მონაწილეობას მიიღებენ  ელიას მთაზე გაჭრილ ტერასებზე,   ვაზის ნერგების დარგვის ცერემონიალში.


Share.

Leave A Reply