ბოლნისის ოთხ სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

0

 სოფელ ბოლნისში, ზემო ბოლნისში, სამწევრისსა   და ფოლადაურში   საირიგაციო და  წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებული სამუშაოები იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა  საქართველოში,ტადაჰარუ უეჰარამ, სახელმწიფო რწმუნებულმა  ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერეს. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,რომელსაც ხელი მოეწერა 2017 წელს „მრავალეროვან საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში,  მოხდა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც იაპონიის საელჩოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. იაპონური მხარის მიერ გამოყოფილი იყო 82 000 აშშ დოლარი, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენდა 31451.02 ლარს.  განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სასმელ და სარწყავ წყალზე 6000–ზე მეტი ადამიანს ექნება წვდომა. ამასთან, რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 240–მდე ჰექტარი მიწის მოსავლიანობის ზრდა.


Share.

Leave A Reply