ბოლნისში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

0

ერთი სლოგანის ქვეშ ,,დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ გაერთიანდნენ  სხვადასხვა ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანები და  ველოტურში მიიღეს მონაწილეობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი სპორტული აქტივობით ევროპის ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა და მდგრადი ენერგეტიკის დღე აღნიშნა. ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი 8 -დან  65- წლამდე ასაკის მოხალისეებმა მოირგეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ძველი გერმანული უბნიდან ქალაქის შემოსასვლელამდე ტერიტორია გაიარეს.

მიუხედავად უამინდობისა ველოტური როგორც დაანონსებული იყო სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსთან დასრულდა და მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში აქტივობამ კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლა, სადაც იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული ჯეჯილის კოქტეილის პრეზენტაცია გამართეს და დამსწრე საზოგადოებას ახალი ტექნოლოგიებით ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

დღის კიდევ ერთი აქტივობა თომა ჩაგელიშვილის ენერგოეფექტურობის თემაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო. ასევე მოეწყო ქეიზი სადაც  სამ გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.  ღონისზიება ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.


Share.

Leave A Reply