ბოლნისში “საბაობა 2019“ აღინიშნა

0


ბოლნისში სახალხო დღესასწაული „საბაობა 2019″ გაიმართა. დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეიგავის და სასულიერო პირის სულხან-საბა ორბელიანის 361 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება “საბაობა 2019″ სოფელ ტანძიაში მისსავე სახლ-მუზეუმში დაიწყო. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში სულხან – საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, სულხან- საბა ორბელიანის შესახებ მუზეუმში საჯარო ლექცია მოეწყო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა. ,, საბაობა 2019’’ ბოლნისის კულტურის სახლში გამართული თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და ანსამბლ “ქართული ხმების„ კონცერტით დაგვირგვინდა, სადაც წარმოადგინილი იყო სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური ჰიტების საუკეთესო ნომრები. საბაობისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.


Share.

Leave A Reply