ბოლნისში ,,უგას თასი’’დაიწყო

0

 კულტურისა და დასვენების პარკში  15 ივნისს საფეხბურთო ტურნირი ,,უგას თასი’’ დაიწყო. ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში წელს  მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოყვარული ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული  შვიდი გუნდი იღებს მონაწილეობას.  ტურნირი  კომპანია ,,არემჯის’’ ფინანსური  მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომელიც  კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის რეგიონში სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.   ტურნირის  ფინალი 15 ივლისს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდა ,,უგას’’ გარდამავალი თასი გადაეცემა, გამოვლინდებიან  სამ   საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, ასევე დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები. მეგობრების ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  ტურნირი მინი ფეხბურთში მესამე წელია ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.


Share.

Leave A Reply