გოგი მეშველიანი სასწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ,17 -21 ივნისს, საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ფარგლებში საწავლო ვიზიტით მიწვეულია  ვარშავასა და ბერლინში.ვიზიტი ეხება სამოქალაქო სექტორის დაფინანსების არასახელმწიფო მექანიზმებს პოლონეთსა და გერმანიაში.


სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს  მიეცემათ შესაძლებლობა :

· გაეცნონ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მაგალითებსა და სარგებელს(სახელმწიფო დაფინანსების არაპირდაპირ მექანიზმებს);

· გაეცნონ  სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის ეკონომიკური საქმიანობის მოდელებსა და ფორმებს;

· გაიზიარონ ბიზნესის მიერ სოციალური ინოვაციების დაფინანსების კორპორატიული მატერიალური და არამატერიალური  მოტივატორები;· პირველწყაროდან (ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდების საზოგადოებრივი ორგანიზაციები)  მიიღონ ინფორმაცია  საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების არსებულ სამართლებრივ ჩარჩოსა და ფინანსურ მექანიზმებზე.  


Share.

Leave A Reply