,,დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“

0

28 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს უერთდება და მდგრადი ენერგეტიკის დღეს „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღნიშნავს. ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში, ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები.
19 საათზე ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანები ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით სარგებლობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ველოსიპედებით ქალაქის მთავარ შესასვლელამდე ველოტურს მოაწყობენ.
20 საათზე ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ბოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული ჯეჯილის კოქტეილის პრეზენტაციას გამართავენ. მოსწავლეები მოსახლეობას ასევე ინფორმაციას მიაწვდიან ბიო გაზისა და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ.
21 საათზე თომა ჩაგელიშვილის დოკუმნტური ფილმის ჩვენება იგეგმება, ასევე მოეწყობა ქვიზი ენერგოეფექტურობის თემაზე, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიების დასასრულს კი მდგრადი ენერგიისა და ეკოლოგიის შესახებ ციფრული ინსტალაცია მოეწყობა და Dj Set გაიმართება.


Share.

Leave A Reply