დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტები მოიწონეს

0

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რიგი პრობლემების მოგვარებას და ოჯახის ექიმების კაბინეტების კეთილმოწყობას ეხებოდა. საჯარო სკოლების ბიუჯეტის მართვას, სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გასული წლიდან განათლების სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მონაწილეობით, შეისწავლეს საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა,განისაზღვრა პრიორიტეტები, პირველ ეტაპზე სველი წერტილების რეაბილიტაცია გადაწყდა, ვინაიდან სკოლების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა. წელს სოფლების: ფარიზის,დისველის, ტანძიის, მუხრანას, რატევანის, ქვემო ბოლნისის №1 და ქალაქ ბოლნისის №3 საჯარო სკოლებში ადაპტირებული საპირფარეშოები მოეწყობა. სოფელ რატევანში ასევე მოხდება შენობის დაზიანებული სახურავის შეცვლა. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნავენ, სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით წელსვე დაიწყება სოფლებში ,,ოჯახის ექიმის’’ კაბინეტების რეაბილიტაცია. ოთახებს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება და მოეწყობა სველი წერტილები.


Share.

Leave A Reply