ევროკავშირისა და ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები ბოლნისს სტუმრობენ

0


26 ივნისს, ევროკავშირისა და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდნენ. შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მხარეებმა მუნიციპალიტეტის პოტენციალსა და ეკონომიკურ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრეს, მოეწყო პრეზენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ“. შეხვედრის ბოლოს სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აგროცენტრი დაათვალიერეს, მოინახულეს ისტორიული უბანი, პროექტის ფარგლებში შეძენილი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით ადგილობრივ საოჯახო მარანში ჩამოასხეს ღვინო და დააგემოვნეს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი მოილოცეს.


Share.

Leave A Reply