ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლაში შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

0

სამუსიკო სკოლის შემაჯამებელ კონცერტზე  შესრულდა  საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები. მოსწავლეებმა შეასრულეს როგორც ქართველი,  ისე უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. შემაჯამებელ კონცერტს  წინ უძღოდა   ორი ღონისძიება, პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით და მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, შერჩეული საუკეთესო ნომრებით კი სამუსიკო სკოლა დღეს საზოგადოების წინაშე წარსდგა.  კონცერტს ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი.  

საანგარიშო კონცერტი სამუსიკო სკოლის გუნდმა ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული რეპერტუარით განაგრძო,  მანამდე კი გუნდის ხელმძღვანელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეხუთე ეროვნულ კონკურსში  მოპოვებული  ვერცხლის მედალი გადასცეს. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ გუნდმა მიმდინარე წელს, ქართული სიმღერების კონკურს-ფესტივალში ,,სხვა საქართველო სად არის“ პირველი ადგილი მოიპოვა.

ტრადიციული საანგარიშო კონცერტი ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე  იმართება, როგორც   სკოლის დირექტორმა აღნიშნა  მიმდინარე 2018-19 სასწავლო წელი  მისი სკოლისთვის წარმატებული იყო.


Share.

Leave A Reply