თოჯინების თეატრის პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრმა დაასრულა პროექტი ,,ზღაპრის ჩვენება და დისკუსია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის’’, დასის წევრები კულტურის სახლის მცირე დარბაზში შემეცნებითი ხასიათის, ძმები გრიმების ზღაპრის მოტივზე შექმნილ სპექტაკლს ,,ჰენზელი და გრეტელის’’ მართავდნენ ბაღების უფროსი ჯგუფებისთვის, რომელიც აღმზრდელობით ხასიათს ატარებდა, სპექტაკლის დასასრულს იმართებოდა დისკუსია და ეწყობოდა მხიარული თამაშები ჯანსაღი ცხოვრების თემაზე. პროექტი ახალი ზღაპრითა და აქტივობებით შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
,,პროექტის წარმატებით განხორციელებაში დახმარება ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელმა გაგვიწია, აღსაზრდელები ესწრებოდნენ შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლს, რომლის ძირითადი სასწავლო მოტივი და-ძმის სიყვარული, თანადგომა და დახმარება იყო. ვმართავდით დისკუსიას, ბავშვები თემის ირგვლივ მსჯელობდნენ და სწორ აქცენტებს აკეთებდნენ, მინდა გამოვყო მესამე ბაღის მოსწავლეები,რომლებმაც ბაღში დაბრუნების შემდეგ გააგრძელეს სპექტაკლის სიუჟეტი, შექმნეს კედლის გაზეთი და თოჯინების თეატრს აჩუქეს, მადლობა მათ ასეთი აქტივობისთვის , ბავშვების დადებითი ემოციები ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია“. -აღნიშნა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.


Share.

Leave A Reply