კომპანია ,,არემჯიმ’’ საგრანტო კონკურსის ,,იდეების ლაბორატორიის’’ გამარჯვებულები გამოვლინა

0

საუკეთესო შინაარსი  და მეტი  გუნდურობა, ამ ძირითადი პრინციპით მოხდა კომპანია ,,არემჯის’’ საგრანტო კონკურსის ,,იდეეების ლაბორატორიის’’ გამარჯვებული პროექტების გამოვლენა, რომლის დაჯილდოებაც საზეიმო ვითარებაში გაიმართა.  ექვსი საფინალო პროექტიდან  საუკეთესო , კომპანიის წარმომადგენლების და არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი ,,მზიანი სახლის’’ წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წევრებისგან  შეირჩა.

მოსწავლეებმა ,, მწვანე  გარემოსა’’და ,,სოციალური ურთიერთობების’ ’ირგვლივ მოამზადეს პროექტები.კონკურსში კაზრეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, ჟიურიმ გამარჯვებული ერთის ნაცვლად სამი პროექტი გამოავლინა.  ,,იდეების ლაბორატორიის’’ფარგლებში ყველა მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები და პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი გადაეცათ.გამარჯვებული პროექტის განხორციელებას კი ,,არემჯი’’ სრულად დააფინანსებს.

,,იდეების ლაბორატორია ‘’  ,,არემჯის’’  საგანმანათლებლო პროექტია,რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა და ახალგაზრდებში დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა.


Share.

Leave A Reply