მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

ქვემო ბოლნისში, ელიას მთის მიმდებარედ,   ასევე ქვეშისა და მუშევანის  დამაკავშირებელ ტერიტორიებზე, იტალიური კალიის კერები დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს.

,,ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას  სურსათის ერონული სააგეტო მიმართავს თხოვნით, რომ  ხდება ტერიტორიების დამუშავება კალიების და კუტ-კალიების  საწინააღმდეგოდ, მავნებლები ყოველ წელს ყველგან ჩნდებიან,  მაგრამ წელს მათი რიცხოვნობა განსაკუთრებით დიდია, ამიტომ სახელმწიფოს  მიერ გათვალისწინებულ პროგრამაში  ჩვენი მონაცემებით ვჯდებით და დღეს, დღის მეორე ნახევარში, თუ  არ მოვიდა ნალექი.  სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ,,იტალიური კალიის“  საწინააღმდეგო  წამლობა-დამუშავება განხორციელდება. წამლობიდან  5 დღის მანძილზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაუშვებელია როგორც ადამიანების, ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილება“. აღნიშნა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვ. ქართლის რეგიონალური სამსახურის, ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარიის ინსპექტორმა ლია ბეჟანიშვილიმა.


Share.

Leave A Reply