“მწვანე ბიზნეს კლუბმა’’ ინოვაციური პროდუქტის წარმოება დაიწყო

0

მიკრო მწვანილის  და  ჯეჯილის წარმოება თანამედროვე სამზარეულოს ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ მოდური ელემენტია, ეს პროდუქცია სუფთა, გემრიელი  და  ჯანსაღი საკვებია, რომელიც  კულინარიის შემადგენელ  ნაწილად იქცა.  მიკრო მწვანილი  მცირე ზომის  მცნარეა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ფერმენტებით. სწორედ ამ ჯანსაღი პროდუქტების წარმოება დაიწყო იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ,,მწვანე ბიზნეს  კლუბმა,’’  რომელიც ინოვაციური განათლების ცენტრის   პროექტს შეუერთდა და გაერთიანდა  ,,ჩვენ მოგვყავს მზეზე და ვზრუნავთ თქვენზე ‘’ იდეის ქვეშ.

კლუბის წევრებმა  არასამთავრობო ორგანიზაციის  ,,მწვანე ბიზნეს ასოციაციის’’  დახმარებით შეისწავლეს  ბიოლოგიურად სუფთა  ტექნოლოგიით ინოვაციური პროდუქტის მოყვანა, მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია მიკრო მწვანილები და ჯეჯილის კოქტეილი საქართველოში ,,მწვანე ბიზნესის ‘’  დღეს,  14 ივნლისს დააგემოვნა საზოგადოებამ, რომელიც ბოლნისში პირველ საერთაშორისო ფორუმს დაემთხვა. კლუბის წევრები ახალი გამოწვევისთვის მზად არიან და გამოფენისთვის  ემზადებიან,  უკვე დათესეს  ბიოლოგიურად სუფთა, სპეციალურად დამუშავებული  მზესუმზირა და ქართული ჯიშის ხორბალი, რომელიც  დაინტერესებული მომხმარებლისთვის მზად ათ დღეში იქნება.

კლუბის წევრებს წინ დიდი გეგმები აქვს, სკოლის ეზოში ენერგო ეფექტური სათბურის მოწყობას ფიქრობენ, რომელიც იქნება სადემონსტრაციო, საჩვენებელი და კომერციულად მომგებიანი. სათბურში მიკრო  მწვანილებთან ერთად ბევრ ინოვაციური პროდუქტის მოყვანა იგეგმება.

სექტემბერში კი აპირებენ  მათ მიერ წარმოებული  მიკრო მწვანილები  და  ჯეჯილის  კოქტეილი მუნიციპალიტეტის  მასშტაბით ყველა სკოლის მოსწავლემ და პედაგოგმა დააგემოვნოს და სურვილისამებრ  ჩაერთონ პროექტში.


Share.

Leave A Reply