პირველი საერთაშორისო ფორუმი ბოლნისში ვაზის დარგვის ცერემონიალით დასრულდა

0

13 და 14 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში  ბოლნისს  არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი ეწვია. 14 ივნისს ფორუმის მონაწილეებმა, მერიის შენობიდან,  დღის მეორე ნახევარში ელიას მთაზე  ვაზის დარგვის  საზეიმო ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე  ეფრემმა აკურთხა  ვაზი, დალოცა იქ დამსწრე საზოგადოება, რის შემდეგაც ტერასებზე  ყველამ ერთად  სხვადასხვა სახეობის 500 ძირი  ვაზი დარგეს.

ვაზის დარგვის ცერემონიალის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ წმინდანების პეტრესა და პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსში გადაინაცვლა. ღონისძიების ეს ნაწილი  ქართული ხალხური ფოლკლორით  გაიხსნა.  სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ადგილობრივი ღვინო და სასოფლო -სამეურნეო პროდუქცია იყო გამოფენილი.

საქართველოს ინტელექტუალური  საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა საქპატენტის მიერ დაცული ადგილწარმოების დასახელებებში ღვინო ,,ბოლნისის’’დამატებასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიპლომი გადასცა, დიპლომები დაიმსახურეს ასევე საოჯახო მარნებმაც, რომელიც მათ ღვინის ეროვნულმა  სააგენტომ გადასცა.

საერთაშორისო ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა მეღვინეთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც სადეგუსტაციო კომისიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასდა. გამოვლინდნენ ასევე ოქროს,  ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც, მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. პირველ საერთაშორისო ფორუმი ბოლნისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და  პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების  მთავარი მიზანი იყო  ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა  და როლის განსაზღვრა აგრობიზნესსა და სოფლის მდგრად განვითარებაში.


Share.

Leave A Reply