საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო

0

ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით.

სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.

პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტის, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge ასევე, აღნიშნული ინფორმაცია რელევანტურია იმ იურიდიული პირებისთვისაც ვისაც სურთ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების პროვაიდერები გახდნენ.

მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე რეგისტრაციების, პროგრამების შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებგვერდზე  www.vet.emis.ge, ხოლო დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე:  2 200 220


Share.

Leave A Reply