სკოლა დავითიანი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა

0

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  სკოლა დავითიანმა უჩვეულო გარემოში აღნიშნა. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სხვადასხვა ლოკაციაზე მისულ სტუმარს საშუალება ჰქონდა უშუალოდ ჩართულიყო სპორტულ-კულტურულ  აქტივობებში,  მონაწილეობა  მიეღო ქიმიურ  და ბიოლოგიურ ცდებში,  გადაეღო სამახსოვრო ფოტო ზღაპრის გმირებთან. ბოლნისის ცენტრში, სასიამოვნო  და ზღაპრულ  გარემოში, სკოლის პედაგოგებმა,  მოსწავლეებმა,  მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა უკვე მე-15- ედ გააცილეს  ანბანი და პატარებს  წარმატებები უსურვეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული კლუბისა და ასოციაცია მრავალეროვანი საქართველოს ქალების ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.  


Share.

Leave A Reply