უნიკალური შანსი ბიზნესით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის!

0

14-19 ივლისის ჩათვლით 15-19 წლის ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ პოლონეთში და მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს მასტერკლასში.
პომორსკის მხარის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს პროექტს ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“, რომელსაც ატარებს გდანსკის ბიზნესასოციაცია ადგილობრივ მერიასა და ამერიკული ფონდის ,, კერძო საწარმოო განათლების საფუძველი“-სთან ერთად.
ბიზნეს მასტერკლასი არის 15-19 წლის ახალგაზრდებისათვის. პროექტი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან წარმატებულია ახალგაზრდებში, პედაგოგებში, ასევე ბიზნესით დაინტერესებულ პირებში.
მასტერკლასი ჩატარდება 100 მოსწავლისათვის და გაგრძელდება 6 დღე.
მგზავრობისა და საწევროს თანხას აანაზღაურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ხოლო დანარჩენ ხარჯებს პროექტი.
თუ თქვენ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას და დაინტერესებული ხართ ბიზნესით, მაშინ გამოაგზავნეთ მონაცემები, ბიომეტრიული პასპორტის დასკანერებული ვერსია და სამოტივაციო წერილი, ელექტრონულ ფოსტაზე : g.tsalugelashvili@aol.com. საკონტაქტო ტელ: 599859746
აუცილებელი პირობაა კონკურსანტი რეგისტრირებული იყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი, 18 საათი.
მასტერკლასში მონაწილეობის მიღებას ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 6 ახალგაზრდა შეძლებს, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეარჩევს.


Share.

Leave A Reply