შეხვედრა თემაზე ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა, სტრატეგია და გამოწვევები საქართველოში’’

0

პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, დღეს ბოლნისში გაიმართა შეხვედრა-დიალოგი, რეგიონული განვითარების თემაზე „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული ჯგუფების მსჯელობა რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განხილული იქნა თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.

პრეზენტაცია წარმოადგინეს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში – გია ტოკლიკიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა. 
შეხვედრას ბოლნისის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოსახლეობის დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 
,,შეხვედრის მიზანია მთავრობის მიერ შემუშავებული ,,მმართველობისა და დეცენტრალიზაციის’’ პროექტის გაცნობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, საკმაოდ აქტიური შეხვედრა გამოგვივიდა,
განვიხილეთ სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება. მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით გაიმართება’’-აღნიშნა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის ექსპერტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა.


Share.

Leave A Reply