,,ჰამლეტი“- ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალურმა  დასმა კულტურის სახლის სცენაზე შექსპირის  ,,ჰამლეტის“ თანამედროვე ვერსია გააცოცხლა და მაყურებელს ექსპერიმენტული წარმოდგენა უჩვენა. მაყურებელი სცენაზე – მსახიობები პარტერში,შექსპირისეული მოვლენები  ადამიანებთან ისე ახლოს, რომ  რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ ტაშის ადგილიც კი არ დატოვა. სპექტაკლი ერთი ამოსუნთქვით, ემოციისგან გაჩუმებული დარბაზი და დრო, რომელიც ჰამლეტს ყოფნის.  

შექსპირი თავის პერსონაჟებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს და შემდეგ საკუთარ თავს წარმოიდგენს ამ მდგომარეობაში. “ჰამლეტში” მთავარია შურისძიების ადათი, რამდენიც არ უნდა იფილოსოფოსოს ჰამლეტმა, ადათი უნდა შეასრულოს. არა მარტო იმიტომ უნდა იძიოს შური რომ მამა მოუკლეს, არამედ იმისთვის, რომ ტახტი წაართვეს. სწორედ ამის გამო “დაირღვა დროთა კავშირი”. ჰამლეტს სიკვდილის არ ეშინია,  ყოყმანობს, აგვიანებს,  მაგრამ შექსპირი ირჩევს ადათის შესრულებას. ჰამლეტი უნებურად კლავს პოლონიუსს, ვითომ შემთხვევით კი მეფეს? არა,  ყველაფერი კანონზომიერია. ადათი შესრულდა. შურისგება მოხდა. სამეფო ტრადიცია გაგრძელდა.

,,ჰამლეტმა“ მაყურებელი კიდევ ერთხელ დააფიქრა დედამიწაზე დაგროვილ შურზე, ბოროტებაზე და გასცა კითხვაზე პასუხი, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად ვიყოთ ღმერთთან და სიკეთესთან ახლოს ვიდრე დედამიწაზე არსებულ მატერიალიზმთან.  


Share.

Leave A Reply