ანსამბლი „ბოლნელი“ ბულგარეთში საქართველოს სახელით წარსდგება

0

500 თავდადებული ბოლნელის სახელობის  ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი „ბოლნელი“ გასვლითი ღონისძიებისთვის ემზადება.  ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, სადაც ოცამდე ქვეყნის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით მხოლოდ „ბოლნელი“ წარსდგება.  ანსამბლმა გამგზავრებამდე  გულშემატკივრებისთვის საჩვენებელი სანახაობა მოაწყო, რომელსაც მეუფე ეფრემი დაესწრო, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ანსამბლი დალოცა და ფულადი საჩუქარი გადასცა.ანსამბლი ბულგარეთში  მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება, ბოლნელები უცხოელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს  სოლო კონცერტების საშუალებით გააცნობენ.


Share.

Leave A Reply