,,არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნისში საფეხბურთო ტურნირი ,,უგას თასი“ გაიმართა

0

მინი ფეხბურთის ტურნირში პირველ ადგილზე ბოლნისის გუნდი ,,5 გიორგი“ გავიდა, რომელსაც ,,უგას’’ გარდამავალი თასი და ,,არემჯის“ მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცა.  მეორე და მესამე ადგილიც ბოლნისის ,,სპორტსკოლის“ და ,,სტადიონის“ გუნდებმა გადაინაწილეს.

ტურნირში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, გამოვლინდა 6 ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშეები, რომლებსიც მედლებით, დიპლომებით და თასებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დააჯილდოვა.

ბოლნისელი ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნსადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში – ,,უგას თასი“, კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით   მეორე წელია იმართება. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს  ცხოვრების ჯანსაღ წესს  და რეგიონის სპორტულ  ცხორებაში ყოველ წელს უფრო მეტი ახალგაზრდა ჩართოს.

ჩემპიონატში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქ. ბოლნისისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან დაკომპექტებული 3 გუნდი იღებდა მონაწილეობას.


Share.

Leave A Reply