ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ,,უგას თასის“ ფინალი გაიმართა

0

⚽️🏆🥇ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ,,უგას თასის“ ფინალი გაიმართა

⚽️🏆🥇დასკვნით მატჩში ერთმანენთს გუნდები „სპორტსკოლა“ და „5 გიორგი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორი ტაიმისა და პენალტების სერიის შემდეგ, გამარჯვება გუნდს „5 გიორგი“ ერგო.

⚽️🏆🥇ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მერმა გამარჯვებული ფეხბურთელები სამახსოვრო მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. ჩემპიონ გუნდს ტურნირის თასი ლევან უგულავას მამამ გადასცა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები ფულადი პრიზებითაც დასაჩუქრდნენ. შეხვედრის ბოლოს ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ.

⚽️🏆🥇ტურნირი კომპანია ,,არემჯის’’ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა სულ შვიდმა გუნდმა მიიღო. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტურნირი მინი ფეხბურთში მესამე წელია ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

„უგას თასი” ბოლნისელების ერთ-ერთი ფავორიტი ტურნირია, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი ფეხბურთელის, ლევან უგულავას ხსოვნას ეძღვნება. მოხარული ვარ, რომ დღეს ფინალს დავესწარი და სხვადასხვა თაობის გულშემატკივართან ერთად ის დიდი სიხარული გავიზიარე, რაც მსგავს ტურნირებს თან ახლავს ხოლმე. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტულია და ყოველთვის ვცდილობთ ასეთი ტურნირები და ღონისძიებები ხშირად ჩავატაროთ. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონობას და მომავალში კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply