ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ საანგარიშო შეხვედრა გამართა

0

4 ივლისს, გენდერულმა საბჭომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა  დარბაზში, 2015-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ვრცელი ანალიზი გააკეთეს იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადაიდგა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებსა და შეხვედრებში. სოფლად მცხოვრებ ქალებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბჭოს წევრებმა, ფორმატის ფარგლებში 50-ზე მეტი შეხვედრა გამართეს.  დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს განხორციელებულ და სამომავლო პრიორიტეტულ პროგრამებზე.


Share.

Leave A Reply