ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა

0

მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეხვდა და საბჭოს სრული ნდობა გამოუცხადა. ახალ შემადგენლობაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ, ახალი თავმჯდომარე აირჩიეს და სამომავალო გეგმებიც დასახეს.

 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუშაობას 2015 წლის ადგილობრივი თვითმართველობის ცვლილებების საფუძველზე ახორციელებს და მერის სათათბირო ორგანოს წარმოაგდენს. მისი მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობაა.


Share.

Leave A Reply