ბოლნისის მუნიციპალიტეტში WASH საბჭო შეიქმნა

0

   

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) თემატიკაზე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის, WASH-ის ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისთვის“ პრეზენტაციის გამართვასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში WASH საბჭოს ჩამოყალიბებას.

პროექტი WASH ძირთადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან  აცილებაზე, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება.

პროექტი – „ WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისთვის“ – ხორციელდება CENN-ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF)  ფინანსური მხარდაჭერით.

ვახო ქოჩორაძე, პროექტის მენეჯერი:

-პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება და ის დღემდე ქვემო ქართლში 4 მუნიციპალუტეტს მოიცავდა. დღეს პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვაყალიბეთ WASH საბჭო, რომელიც დაგვეხმარება იმ პროექტების იდენტიფიცირებაში, სადაც (წყალი, ჰიგიენა, სანიტარია) მწვავე პრობლემას წარმოადგენს. სწორედ საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელი გახდება აღნიშნული საკითხის დადებითად გადაჭრა.

მარიკო წიქორიძე, პროექტის კოორდინატორი:

-პროექტი ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ქალები, ბავშვების, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სკოლებში, ბაღებსა და თავშესაფარებში წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით არსებული დარღვეული ნორმების გაუმჯობესებას და წყალზე ხელმისწავდომობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში შევქმენით WASH საბჭო, რომელიც დაკომპლექტდა თვითმმართველობის წარმომადგენლებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბაღების გაერთიანების, რესურსცენტრისა და აქტიური მოქალაქეებით.


Share.

Leave A Reply