ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით 6 მოსწავლე ,,გდანსკის ბიზნესის კვირაში“ იღებდა მონაწილეობას

0

პოლონეთში, ქალაქ გდანსკში, 14-19 ივლისს გაიმართა ,,გდანსკის ბიზნესის კვირა”, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა ბოლნისელმა ახალგაზრდამ, სსიპ – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა გელიაშვილმა, თემურ თუთარაშვილმა, თინათინ წერეთელმა, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ნანუკა მოსეშვილმა, ელენე მახნიაშვილმა და დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ მურმან ექიზაშვილმა მიიღეს. ახალგაზრდები პოლონეთში ბოლნისის მუნიცპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

პომორსკის მხარის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს პროექტს ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“, რომელსაც გდანსკის ბიზნესასოციაცია ადგილობრივ მერიასა და ამერიკული ფონდის ,, კერძო საწარმოო განათლების საფუძველი“-სთან ერთად ატარებს. პროექტის ფარგლებში ბიზნესით დაინტერესებული 15-19 წლის ახალგაზრდებისათვის ეწყობა მასტერკლასი, რომელიც 6 დღე მიმდინარეობს. წელს მასტერკლასში მონაწილეობა სულ 100-მა ახალზრდამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისელი მოსწავლეები მასტერკლასში გასულ წელასც მონაწილეობდნენ. მათი მგზავრობის ხარჯები ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.


Share.

Leave A Reply