ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში ცურტავსა და ნახიდურში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დღეს სოფელ ცურტავს ეწვია, სადაც ცურტავის დედათა მონასტრამდე მისასვლელი 730 გრძივი მეტრის ბეტონის გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მოწესრიგებული გზით სარგებლობა სექტემბრიდან შეეძლებათ. 

დავით შერაზადიშვილმა ასევე სოფელ ნახიდურში 600 გრძივი მეტრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა და მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სოფელში ასფალტო-ბეტონის გზის დაგება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მოთხოვნით გზა სოფელში არსებულ ისტორიულ მეჩეთამდეც კეთდება.

„დღეს ცურტავსა და ნახიდურში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოები მოვინახულე და მოსახლეობას გავესაუბრე. ჩვენი მიზანია სოფლებში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რისთვისაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ“ , – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.


Share.

Leave A Reply