ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი „საუკეთესო პარტნიორის“ დიპლომით დაჯილდოვდა

0

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის „ივერია-ბრილიანტი“ მხარდაჭერისთვის, „საუკეთესო პარტიორის“ დიპლომით დაჯილდოვდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი. ფესტივალი მეორე წელია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტარდება და ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საქართველოდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან. ამჯერად ფესტივალს ქალაქ სიღნაღმა უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი შშმ პირთა ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ნიჭიერი ხელოვანი შშმ პირების აღმოჩენას რეგიონებში და მათ რეალიზების ხელშეწყობას, საქართველოსა და უცხოეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებზე.

პროექტი „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ და ყოველთვიური  გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ ეგიდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply