გერმანიის ელჩის ვიზიტი ბოლნისში

0

დღეს დილიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, გოგი მეშველიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.  ჩამოსული სტუმრები  მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად  ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას ესტუმრნენ.

სტუმრებმა  ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის შემდეგ, გერმანულ უბანში გადაინაცვლეს, მოინახულეს ისტორიული შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.  როგორც ელჩმა განაცხადა, მოხარული იქნება თუ სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსს, რომელიც ძველი ეკლესიის ადგილზეა,  კვლავ ძველი იერსახე დაუბრუნდება, ასევე სურვილი აქვს შეხვდეს და გაესაუბროს გერმანულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს. სტუმრებმა  ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერეს, მეგზურობა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გაუწიათ. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება სადაც არაერთი საინტერესო და უნიკალური ექსპონანტი განთავსდება.


Share.

Leave A Reply