გოგი მეშველიანი უცხოელ ექსპერტებს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, წიაღის ეროვნულ სააგენტოში , პროექტის -„საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია“ ფარგლებში    საკონსულტაციო ჯგუფის“ SRK Consulting“

უცხოელ ექსპერტებს შევხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გარემოსდაცვითი, სოციალური გამოწვევები და საბადოს დახურვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური პერსპექტივები.

პროექტის ფარგლებში მოხდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, აგრეთვე  ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით. შედეგად, ჩამოყალიბდება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო.

პროექტი, მსოფლიო ბანკთან (WB) თანამშრომლობით დაიწყო და მისი მიზანია სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც მიტოვებულ, მოქმედ ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.


Share.

Leave A Reply