დაბა კაზრეთში ლიფტებისა და საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, დაბა კაზრეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

დაბაში, 26 სადარბაზოში ლიფტების დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები 10 აგვისტოს დარულდება და კაზრეთის მაცხოვრებლები ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სრულიად უსაფრთხო ლიფტებით ისარგებლებენ.
ლიფტების დამონტაჟების პროცესი დაბა კაზრეთში 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე 68 ლიფტის შახტა იქნება კეთილმოწყობილი.

ბუბა გობეჯიშვილი ასევე დაბის საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. ობიექტზე შეცვლილია იატაკი, გარემონტდა გასახდელები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საშხაპეების მოწყობა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

„ლიფტების შეცვლის სამუშაოები სულ მალე დასრულდება და ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემა დაბის მოსახლეობას სრულად მოუგვარდება. აღსანიშნავია, რომ ლიფტები უსაფრთხო და თანამედროვეა რაც მათ კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. კაზრეთში ასევე საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტის ხელშეწყობაა, ამიტომ მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენთვის პრიორიტეტულია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა.


Share.

Leave A Reply