დავით შერაზადიშვილმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის საუკეთესო ათეულის წევრს უმასპინძლა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2019 წლის საუკეთესო ათეულის წევრს,  ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგს ლაურა გოტიაშვილს უმასპინძლა. ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც უკვე ექვსი წელია სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენა-ლიტერატურას ასწავლის, მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეთა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა და სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.


Share.

Leave A Reply