,,დმანისობა 2019’’ კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით გაიმართა

0

დმანისის მუნიციპალიტეტში, ,,დმანისობა 2019“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დმანისისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით  კონცერტი გაიმართა. მოეწყო ეთნოგრაფიული ნივთების, ხატვისა და ხალხური რეწვის სტუდიის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა,  ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც ქართული, ასევე ეთნიკური უმცირესობების ტრადიციული კერძების მომზადების სპეციფიკას.

,,დმანისობა 2019’’ კომპანია  ,,არემჯის“  მხარდაჭერით  გაიმართა. სახალხო დღესასწაული დმანისის ცენტრალურ  სკვერში ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტით დასრულდა. 


Share.

Leave A Reply