ეკომიგრანტ ქალთა გაძლიერების კუთხით ახალი პროექტი ხორციელდება

0

ეკომიგრანტი ქალების გაძლიერების კუთხით ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობამ“ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, ექვსი თვის მანძილზე მეწარმე ქალები ცოდნას აიმაღლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა, ენერგოეფექტურობა. „ქალთა ფონდი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ეკომიგრანტებს ჩაუტარდება ტრენინგი თემაზე „სურსათის უვნებლობა“, მოეწყობა ექსკურსია მისაქციელში, სადაც მცირე მეწარმეები გაეცნობიან ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.დარგის ექსპერტისგან კი მიიღებენ რეკომენდაციებს სოფელ დისველში ქარსაცავი ზოლის გაშენების თაობაზე.


Share.

Leave A Reply