ენოგრაფიული ექსპედიცია ბოლნისში

0

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტისა და ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეგიდით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნოგრაფიული ექსპედიცია მიმდინარეობს. 25 სტუდენტი ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში სამ ჯგუფად მუშაობენ. ახალგაზრდები, სპეციალურად შერჩეული, საინტერესო რესპოდენტებისგან წინაპართაგან შემორჩენილ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ისმენენ, ეცნობიან ბოლნისის კულტურულ მემკვიდრეობებს, აგროვებენ საინტერესო ინფორმაციებს და გულდასმით იწერენ იმ მარგალიტებს, რომელსაც უახლოეს მომავალში დიალექტურ ლექსიკონში დაამატებენ.

აკაკი წერეთლის სახელობის ეთნოგრაფიული ექსპედიცია ბოლნისის მუნიციპალიტეტს 6 ივლისიდან სტუმრობს, რომლის მიზანია ქართველთა ეთნიკური ისტორიის მატერიალური და სულიერი კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მომავალი თაობებისთვის საზრდოდ გადაცემა. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი აღნიშნავს სტუდენტების მიერ შეკრებილი და დამუშავებული მასალები არის ეროვნული საქმე, რომელიც გააღრმავებს ინტერესს და იქნება გზამკვლევი ისტორიკოსებისთვის, ეთნოგრაფებისთვის, არქეოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და სოციოლოგებისთვის.სტუდენტები უტყუარ წყაროს, რომლებსაც ცოცხალი მემატიანებისგან ისმენენ თემატურად დაამუშავებენ და დაალაგებენ, აკინძავენ და ელექტრონულ ვერსიად გამოცემენ. ისტორიული და კულტურული მონაცემები კვლევაში ჩაეშვება, მოხდება დავიწყებული და დღემდე შემორჩენილი ტრადიციების ანალიზი, რის შემდეგაც ეთნოგრაფიული ექსპედიციის ფარგლებში, ქუთაისში გაიმართება შემაჯამებელი სამეცნიერი კონფერენცია.


Share.

Leave A Reply