„თამარიონმა“ საიუბილეო კონცერტი გამართა

0

ქართული სული, გენი და ხასიათი – ამ სიტყვებით შეაფასეს ამაგდარმა ქორეოგრაფებმა ანსამბლ „თამარიონის“ საიუბილეო კონცერტი, რომელმაც დაარსებიდან 15 წელი იზეიმა. ქართული სულისკვეთებით გაჯერებულმა რეპერტუარმა მაყურებელი საქართველოს კუთხეებში ამოგზაურა. „თამარიონის“ სხვადასხვა თაობა სცენაზე 13 ცეკვით წარსდგა და მხურვალე ტაში არაერთხელ დაიმსახურა. ღონისძიებას მუსიკალურად ტრიო „კელაპტარი“ ალამაზებდა. საღამოს ქორეოგრაფიული ანსამბლის გულშემატკივრებთან ერთად, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დაუღალავმა მზადებამ შედეგი აჩვენა. ორსაათიანი საიუბილეო კონცერტი შეძახილებითა და ტაშით დასრულდა, ანსამბლ „თამარიონის“ მთავარი ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი, გაწეული შრომისთვის, ქორეოგრაფიული კავშირის მიერ, ამაგდარის საპატიო წოდებითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
„თამარიონის“ მრავალწლიან მოღვაწეობას მედლები, დიპლომები, სიგელები და სხვადასხვა პრიზები ამშვენებს. 15 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი წარმატებით მონაწილეობს როგორც საქართველოს, ისე საზღვრებს გარეთ გამართულ ფესტივალ-კონცერტებზე. „თამარიონის“ მიღწევებს ბავშვთა რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. დღეს ანსამბლს ორი ქორეოგრაფი უძღვება და წინ დიდი გეგმები აქვთ.


Share.

Leave A Reply