კომპანია ,,არემჯის“ დაფინანსებით სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერის მშენებლობა დაიწყო

0

სოფელ ბალიჭის მოსახლეობას  მალე დასასვენებელი სივრცე ექნება. კომპანია ,,არემჯის’’ წარმომადგენლებმა მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. ამ ეტაპზე უკვე მოხდა 1000 კვ. მეტრის  რკინის რეკონსტრუქციით შემოღობვა,მოსწორდა შიდა  პერიმეტრი, დაიგო დეკორატიული   ფილები, მიმდინარეობს სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის განახლება, რესტავრაცია ჩაუტარდება სტელას. სკვერში მოეწყობა დასასვენებელი ზონები, სასეირნო ბილიკები და განათების ბოძები. ასევე მოხდება სკვერში არსებული ყოფილი კულტურის ცენტრის შენობის გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.

სკვერის კეტილმოწყობა კომპანია ,,არემჯის’’სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორცილდება და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანია 85 ათას ლარს დახარჯავს.


Share.

Leave A Reply