როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან – საინფორმაციო კამპანია ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გახშირდა შხამიანი გველისგან დაკბენის შემთხვევები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქში და მის შემოგარენში, საინფორმაციო ფლაერები დარიგდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ქვეწარმავლისგან, რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა  მიმართოთ  და როგორ  მოიქცეთ დაკბენის შემთხვევაში.  თუ თქვენს ირგვლივ სახლში, ეზოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შენიშნავთ ქვეწარმავალს, დარეკეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 551 79 36 76 დავით ბუიშვილი.


Share.

Leave A Reply