საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა ადგილობრივ საბჭოებთან

0

25 ივლისს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო წილოსანმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ,   ინტერაქტიული რეჟიმის ფონზე,  მოწვეული საზოგადოების შეკითხვებს პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გააქტიურების და ცნობიერების ამაღლების თემებით დაინტერესდნენ. განხილული იქნა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაც.   ნინო წილოსანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მუშაობა დადებითად შეაფასა და სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოუწოდა მათგან მაგალითი აეღოთ.აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის Aid-ის  ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


Share.

Leave A Reply