სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ტანძიას ესტუმრა. მერმა საჯარო სკოლაში საპირფარეშოების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სკოლაში ამ ეტაპზე გაკეთებულია კანალიზაციის ორმო, რომელზეც დაშენდება ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი საპირფარეშო. მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სველი წერტილები ცალ-ცალკე იქნება მოწყობილი. სამუშაოები 31 აგვისტოს დასრულდება.

„სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში ადაპტირებული საპირაფერეშოს მოწყობის სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეები და მასწავლებლები უკვე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სველი წერტილებით ისარგებლებენ. მომავალში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების კეთილმოწყობას“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply