აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებზე საქართველოს დროშები დაეშვა

0

საქართველო-რუსეთის  ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე.

რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.


Share.

Leave A Reply