ანსამბლი ,,იმედი’’ ქობულეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა

0

საერთაშორისო კონკურს-ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა ბოლნისის კულტურის სახლთა არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,იმედი’’, რომელმაც ფესტივალში ,,ნარინჯისფერი ქობულეთი-2019’’ პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად თასისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ანსამბლის წევრები კი წარმატებული გამოსვლისთვის სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. ფესტივალს ქობულეთის ამფი თეატრმა მეთექვსმეტედ უმასპინძლა, რომელშიც საქართველოსა და უცხოეთის ცეკვებისა და სიმღერის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.მრავალფეროვანი პროგრამა ყველა ასაკის მაყურებელზე იყო გათვლილი, აღნიშნული კონკურს -ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური სიმღერების, ცეკვების, საესტრადო და სამეჯლისო ხელოვნების პოპულარიზაცია- განვითარება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩენა, ანსამბლი ,,იმედი’’ ფესტივალ -კონკურსზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,არემჯის’’ მხარდაჭერით იმყოფებოდა. ,,2008 წლიდან ყოველწლიურად წარმატებით ვმონაწილეობთ ამ კონკურს- ფესტივალში, წელს კი დავიკავეთ პირველი ადგილი და გავხდით თასის მფლობელები. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფესტივალია,ბავშვები იღებენ დიდ გამოცდილებას, მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. ანსამბლი ,,იმედი’’ ფესტივალზე მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია ,,არემჯის’’ მხარდაჭერით იმყოფებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით შერაზადიშვილს, კომპანია ,,არემჯის“დირექტორს ბატონ თორნიკე ლიპარტიას და დირექტორის მოადგილეს ამირან ქართველიშვილს,’’ განაცხადა ბოლნისის საბავშვო-საესტრადო ანსამბლ ,,იმედის’’ ხელმძღვანელმა ლაურა დურგლიშვილმა.


Share.

Leave A Reply