,,ბოლნელებს’’ ბოლნისელებმა ლამაზი დახვედრა მოუწყვეს

0

“მფრინავი ქართველები საქართველოდან” საზოგადოების და ბულგარელი ხალხის ფავორიტები არიან….
ასეთი სათაურით წერენ ბულგარულ პრესაში,, ბოლნელებზე’’.
,,საქართველოს ისტორიული ქალაქიდან ფესტივალს ეწვია მოცეკვავეთა ანსამბლი “ბოლნელი”, რომლის მოცეკვავეები მეფეებსა და დედოფლებს ჰგვანან, ბულგარელი ხალხი ამაყობს იმით, რომ მათ მასპინძლობენ. 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქ.ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხლო ანსამბლის „ბოლნელი“ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ფესტივალზე წარმატებიტ წარსდგა მაყურებლის წინაშე და პირველი ადგილი მოიპოვა.
ფესტივალი 10 დღის განმავლობაში დატვირთული იყო მრავალფეროვანი პროგრამით რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მაყურებელი ესწრებოდა.წარმატებულ გამოსვლასთან ერთად ანსამბლი გახდა ინტერნეტრჩეული, ხოლო ფესტივალზე გამართულ სილამაზის კონკურსზე, რომელშიც კონკურსანტი გოგონები მონაწილეობდნენ ბოლნელის მოცეკვავემ მესამე ადგილი აიღო. ანსამბლი საკუთარ ქალაქს სამ აგვისტოს უამრავი სიგელითა და პრიზით დაუბრუნდა. ,,ბოლნელებს’’ სიყვარულით შეხვდა საკუთარი ქალაქი და მჟავე წყლის მიმდებარეu სკვერში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.


Share.

Leave A Reply